ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით , რუსეთი ბრძოლაში იყენებს კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს", იმისათვის, რომ გააძლიეროს ფრონტის ხაზი.
"ვაგნერი აქვეითებს რეკრუტირების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და ადრე შავ სიაში შეყვანილ პირებს. ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც ბრძოლაში, რეგულარული რუსული სამხედრო ძალების დასაყრდნობს. "- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
"ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, ლუჰანსკში, "ვაგნერის" მიერ ჩატარებული ოპერაციისთვის, რუსეთის ფედერაციის გმირი გახდა.
ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, ასეთი ქმედება გამოიწვევს კონფლიქტს რუს სამხედროებსა და "ვაგნერის" მებრძოლებს შორის. რაც უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის სამხედრო მორალზე.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 18 July 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/FLMyNFy4J2
#StandWithUkraine pic.twitter.com/F4p4UkX1KT